თავში

აქციის მონაწილეთა ნაწილი ღამის გათენებას ისევ პარლამენტთან გეგმავს - PHOTO

აქციის მონაწილეთა ნაწილი ღამის გათენებას ისევ პარლამენტთან გეგმავს
აქციის მონაწილეთა ნაწილი ღამის გათენებას ისევ პარლამენტთან გეგმავს  - PHOTO

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქცია რამდენიმე საათის წინ დასრულდა, თუმცა აქციის მონაწილეების ნაწილი დაშლას არ აპირებს და  კვლავ რუსთაველის გამზირზე გეგმვას ღამის გათენებას.

საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ, მომიტინგეათა ნაწილმა, საქართველო-შვეიცარიის საფეხბურთო შეხვედრას დიდ ეკრანზე უყურა. მათ საკვები და სასმელი წყალი დაურიგდათ.

აქციის მონაწილეებთან ერთად ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც. ისევე, როგორც აქციის სხვა მონაწილეები, ოპოზიციური პარტიების ლიდერები კასრებში დანთებულ ცეცხლთან თბებიან. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კასრები, შეშა და შეშის ღუმელები დღეს მიიტანეს. ასევე, არსებულ კარვებს დღეს რამდენიმე ახალი კარავი შეემატა და ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე სულ 13 კარავია გაშლილი. 

საპროტესტო აქციები უკვე მეორე დღეა იმართება თბილისსა და სხვა ქალაქებში. პროტესტი პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას მოჰყვა. დემონსტრანტები გარდამავალი მთავრობის პირობებში, პროპორციული სისტემით ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. პირველი საპროტესტო აქცია კენჭის ყრის შემდეგ გუშინ საღამოს გაიმართა. მოგვიანებით, აქციის მონაწილებისა და ორგანიზატორების ნაწილმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სოლოლაკის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს და აქცია-პერფორმანსი გამართეს. ორგანიზატორები მასშტაბურ აქციას კვირას, 15:00 საათზე აანონსებენ. 



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system