თავში

აქცია და დაპირისპირება რუსთავი-თბილისის გზაზე

აქცია და დაპირისპირება რუსთავი-თბილისის გზაზე
აქცია და დაპირისპირება რუსთავი-თბილისის გზაზე

ამ წუთებში, ხმაურია თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სადაც ფონიჭალის მოსახლეობა აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 1200-მდე ოჯახს სამი დღეა ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. 

ისინი ადგილზე კომპანია ,,თბილისი ენერჯის" წარმომადგენლების მისვლას ითხოვენ.

ადგილობრივ მოსახლეობას ავტობანი დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდა, რამაც აქციის მონაწილეებსა და ავტომობილების მძღოლებს შორის, რომლებიც აღნიშნული გზით სარგებლობდნენ, ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია. 

ადგილზე სიტუაცია სამართალდამცველებმა განმუხტეს, ამ დროისთვის საავტომობილო გზაზე გადაადგილება აღდგენილია. 

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system