თავში

ალექსანდრე მოწერელია: ზუგდიდსა და ფოთში ყველაზე მაღალი რისკები გვაქვს

ალექსანდრე მოწერელია: ზუგდიდსა და ფოთში ყველაზე მაღალი რისკები გვაქვს
ალექსანდრე მოწერელია: ზუგდიდსა და ფოთში ყველაზე მაღალი რისკები გვაქვს

"მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სავალდებულო რეკომენდაციებს არ ემორჩილება. გუშინ მაგალითად ზუგდიდში, საკმაოდ ხალხმრავლობა იყო", - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა. მისი თქმით, ბლოკ-პოსტები ფოთის შესასვლელ -გასასვლელში და ზუგდიდში საპოლიციო ძალებით მოეწყობა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარების გამკაცრებული წესები კიდევ უფრო მკაცრდება. სახელმწიფო რწმუნებულის თქმით ზუგდიდსა და ფოთშ ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდი რისკია. 

"ჩვენი მედიკოსების მიერ ყოველ წუთს ხდება მოწოდება, რომ ერთადერთი, ყველაზე უსაფრთხო გადარჩენა ეპიდემიისგან არის სახლში ჯდომა. ვინაიდან, ეს მოწოდება ყველამ ყურად ვერ იღო, ამდენად აღსრულების ნაწილში ჩვენ ვამკაცრებთ ზომებს. რაც შეეხება ბლოკ-პოსტებს, ფოთში, შესასვლელში, გასასვლელში საპოლიციო ძალებით მოეწყობა. ზუგდიდში რა თქმა უნდა, შესასვლელში. ამ ორი ქალაქში ყველაზე მაღალი რისკი გვაქვს", - განაცხადა მოწერელიამ. 

მისი თქმით, ფოთში, როგორც სატრანსპორტო გადაზიდვების ერთ-ერთ ჰაბში, სიტუაციის კონტროლიდან გაშვება რთულ შედეგებამდე მიიყვანს სახელმწიფოს. 

"ძალიან ბევრი მძღოლი შემოდის, შემოაქვთ ტვირთი, ხდება შემდეგ აქ ამ ადამიანების დაყოვნება. ამდენად, უფრო მეტი კონტროლი გვჭირდება", - თქვა მან. 

ფოთის მერიაში კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system