თავში

კახეთში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზეა

კახეთში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზეა
კახეთში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზეა

კახეთში ავარიისას დაშავებული 19 წლის ბიჭი მართვით სუნთქვაზეა. ამის შესახებ report.ge-ს თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.

,,პაციენტი იმყოფება რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე. ჩატარდა ოპერაცია, მუცლის ღრუს დაზიანებები იყო, ამ ეტაპისთვის სტაბილურია მისი მდგომარეობა", - განუცხადა report.ge-ს თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა.

ცნობისთვის, ყვარელში ავარიას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა. თელავი-ყვარელის გზაზე მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მანქანაში სულ 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა, მათგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system