თავში

ირლანდიაში საქართველოს საელჩომ ქართველი ახალგაზრდების შეხვედრას უმასპინძლა

ირლანდიაში საქართველოს საელჩომ ქართველი ახალგაზრდების შეხვედრას უმასპინძლა
ირლანდიაში საქართველოს საელჩომ ქართველი ახალგაზრდების შეხვედრას უმასპინძლა

ირლანდიაში საქართველოს საელჩომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძისა და ირლანდიაში მყოფი ქართველი ახალგაზრდების შეხვედრას უმასპინძლა.

ღონისძიებაზე ირლანდიაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზურაბაშვილმა ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის საქართველოს პრიორიტეტებზე და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ერთ-ერთ პრიორიტეტზე, რომელიც ევროპის კონტინენტზე დემოკრატიული ახალგაზრდობის განვითარებაში ახალგაზრდების როლის გაზრდას გულისხმობს. მან ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ახალგაზრდობის სახელმწიფო სტრატეგიაზე და ამ მხრივ არსებულ პრიორიტეტებზე.

თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, ვრცლად ისაუბრა სახელმწიფო უნივერსიტეტის მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე. მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და ირლანდიას შორის განათლების სფეროში წარმატებულ და მზარდ თანამშრომლობას.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის, განათლების სისტემებს შორის თავსებადობასა და ახალგაზრდული სექტორის პრიორიტეტებზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system