თავში

ალგეთის შენაკადებში 20 000 კალმახის ლიფსიტი გაუშვეს

ალგეთის შენაკადებში 20 000 კალმახის ლიფსიტი გაუშვეს
ალგეთის შენაკადებში 20 000 კალმახის ლიფსიტი გაუშვეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების სააგენტომ პოპულაციის აღდგენის მიზნით ალგეთის დაცულ ტერიტორიაზე, მდინარე ალგეთის შენაკადებში 20 000 ერთეული, აღმოსავლეთ პოპულაციის (მტკვრის აუზი) ნაკადულის კალმახის ლიფსიტი გაუშვა. 

დაცული ტერიტორიების სააგენტომ გაშვებული თევზების მეთვალყურეობისთვის ფოტო-ვიდეო ხაფანგები დაამონტაჟა.

2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახალ პროექტს ახორციელებს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის, ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. საგეენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.

ნაკადულის, ანუ მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია. მსგავსი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია, რის გამოც პოპულაციის ხელოვნური გამრავლება და მდინარეთა დათევზიანება ხდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system