თავში

ჭიათურაში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

ჭიათურაში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
ჭიათურაში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

ჭიათურის მუნიციპალიტეტში 30 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, მწვავე ვირუსული ინფექცია გახდა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე აცხადებს, ქალის გარდაცვალების მიზეზად ვირუსული ინფექცია ჯერ არ დასტურდება, კვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს.

"როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ის სამედიცინო დაწესებულებაში სუნთქვის მწვავე უკმარისობითა და მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს. აღენიშნებოდა ტკივილები გულისა და მუცლის არეში. ვირუსული ინფექცია ამ ეტაპზე ლაბორატორიულად არ დასტურდება",- განაცხადა გოჩა გიორგიძემ.

როგორც ექიმები ამბობენ, პაციენტი კლინიკაში შეყვანიდან საათნახევარში გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system