თავში

მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოეწყო - PHOTO

მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოეწყო
მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოეწყო - PHOTO

მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საველე ინფრასტრუქტურის მოწყობა დაევალა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, საველე ჰოსპიტალის მოწყობის მიზნით მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

საველე ჰოსპიტალის გარდა ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან.

შესაბამის სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფები ჩაატარებენ.

ჰოსპიტალის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდა. მარნეულში იმყოფებოდა, მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, სახანრძრო-სამაშველი ძალების დეპარტამენტის და ქბრბ სამმართველოს ხელმძღვანელები.

მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გვიან ღამით გამოცხადდა.

ცნობისთვის, აღნიშნული გადაწყვეტილება, მარნეულში კორონავირუსის დაფიქსირებამ გამოიწვია. ინფიცირებულია შუახნის ქალი, რომელსაც 80-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული. როგორც ირკვევა აქედან 8 უკვე გამოჯანმრთელებულია, მათგან სამი კლინიკიდან გაწერილია. კარანტინის რეჟიმში 3 254 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 233.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system