თავში

საქართველოში COVID-19-ის ახალი შემთხვევები დადასტურდა

საქართველოში COVID-19-ის ახალი შემთხვევები დადასტურდა
საქართველოში COVID-19-ის ახალი შემთხვევები დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 928 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 794 ადამიანი.

ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანია გარდაცვლილი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system