თავში

აჭარაში COVID-19-ზე 131 ანალიზის პასუხი მიიღეს

ნალიზის პასუხი მიიღეს
აჭარაში COVID-19-ზე 131 ანალიზის პასუხი მიიღეს

აჭარაში კორონავირუსზე 131 ადამიანი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყება რეგიონში ეპიდსიტუაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.

,,დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 131 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 18 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

- ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 11 172 პირს.

- 30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

- რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა (იმპორტირებული) დადასტურდა 14 მარტს. დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს.

- აჭარაში კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 70-მა პაციენტმა. ამჟამად რეგიონში არ არის კოვიდდადებითი პაციენტი.

- კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 2 ადამიანი.

- დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 1114 პირი. კარანტინი დატოვა 6933 პირმა", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 731ადამიანია. აქედან გამოჯანმრთელდა 526. ქვეყანაში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system