თავში

პრემიერი: საოკუპაციო ხაზთან სოფლებში სოციალური პირობები გაუმჯობესდება

პრემიერი: საოკუპაციო ხაზთან სოფლებში სოციალური პირობები გაუმჯობესდება
პრემიერი: საოკუპაციო ხაზთან სოფლებში სოციალური პირობები გაუმჯობესდება

მთის კანონის შეღავათებით დამატებით საოკუპაციო ხაზის მიმდებარე 58 სოფლის 25 000-ზე მეტი მოქალაქე ისარგებლებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრები განიხილავენ მთის კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც 58 სოფელს შეეხება.

„დღეს ჩვენ განვიხილავთ ე.წ. მთის კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის ძირითადი მიზანი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების, მაღალმთიან სოფლად მცხოვრები მოქალაქეების სოციალური პირობების გაუმჯობესება გახლავთ. ეს კანონი შეეხება 58 სოფელს და დაახლოებით 25 ათას ჩვენს მოქალაქეს. ამ კანონის ძირითადი მიზანი მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ესეც იყო ჩენი დაპირება, რომელსაც ჩვენ ასევე ვასრულებთ“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system