თავში

ამ ადამიანებს სად მოუწოდა უფალმა, რომ ვინც არ მოგწონს, მას უნდა დაუპირისპირდე? - ჭოხონელიძე

ამ ადამიანებს სად მოუწოდა უფალმა, რომ ვინც არ მოგწონს, მას უნდა დაუპირისპირდე? - ჭოხონელიძე
ამ ადამიანებს სად მოუწოდა უფალმა, რომ ვინც არ მოგწონს, მას უნდა დაუპირისპირდე? - ჭოხონელიძე

ამ ადამიანებს სად აჩვენა და სად მოუწოდა უფალმა, სად წერია, რომ შენ ვინც არ მოგწონს, მას უნდა დაუპირისპირდე? ეს არის ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი. - ამის შესახებ მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ "თბილის პრაიდის" ორგანიზებით დაგეგმილი მარშის შესახებ საუბრისას იმ ჯგუფის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მარშის ძალადობრივად დარბევას გეგმავს. 

ჭოხონელიძის თქმით, ის დგას იმ ადამიანების გვერდით, რომელთა უფლებებიც ირღვევა 

"ის, რომ არსებობს ძალადობის საფრთხე, ის, რომ უპირისპირდებიან ადამიანებს, სწორედ ამის წინააღმდეგ გამოდიან ეს ადამიანები [Tbilisi Pride] და მე ვფიქრობ, აქ არაფერი საგანგაშო არ არის. თავისთავად ის ფაქტი, რომ მათი მხრიდან არაერთხელ განხორციელებულა ძალადობრივი აქტი, სწორედ ამის საწინააღმდეგოდ ხდება ეს მარშიც, ყოველ შემთხვევაში, ასე განმარტავენ, რომ "ნუ დამირღვევ უფლებებს", "ნუ ძალადობ ჩემზე"! ამაზეა აქ ლაპარაკი. რა თქმა უნდა, არანაირად არ ვფიქრობ, რომ საჭიროა აჟიოტაჟის ატეხვა და არეულობის შემოტანა.


ჩაიარონ, დიახ. არავის აქვს უფლება იძალადოს ადამიანზე, რაც არ უნდა მათთვის მიუღებელი იყოს, გინდაც რელიგიური მწარმსი იყოს, გინდა მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება იყოს... არანაირად არავის უფლება არ აქვს. ამ ადამიანებს სად აჩვენა და სად მოუწოდა უფალმა, სად წერია, რომ შენ ვინც არ მოგწონს, მას უნდა დაუპირისპირდე? ეს არის ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი.

მითუმეტეს, როდესაც სიტყვის თავისუფლებას, ზოგადად, იმის თავისუფლებას უპირისპირდებიან, რომ ადამიანი იყოს ასეთი ან ისეთი. უმცირესობაში მყოფი ადამიანები სახლში არავის უვარდებიან, არავინ არაფერს პროპაგანდირებს. მე ზოგადად პროპაგანდას ვეწინააღმდეგები, კარგის, თუ ცუდის, რადგან ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ თავისით განსაჯოს, გადააფასოს. თავისუფლება უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს. ამიტომ ვარ მე ყოველთვის იმ ადამიანების მხარეს, ვისაც ურღვევენ თავისუფლებას" - განუცხადა "ტაბულას" თამრიკო ჭოხონელიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system