თავში

ამ ადამიანებმა, მარნეულში, 65 წლის კაცს გაჩერებული გული აუმუშავეს

ამ ადამიანებმა, მარნეულში, 65 წლის კაცს გაჩერებული გული აუმუშავეს
ამ ადამიანებმა, მარნეულში, 65 წლის კაცს გაჩერებული გული აუმუშავეს

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა, მარნეულში, 65 წლის მამაკაცს გაჩერებული გული აუმუშავეს, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი, ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

,,ფოტოზე ჩვენი ეკიპაჟის წევრები არიან, რომლებმაც მარნეულში 65 წლის მამაკაცს გაჩერებული გული აუმუშავეს.

ისინი განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობდნენ მარნეულში. ღირსეულად უმკლავდებოდნენ COVID-19-ის გამოწვევებს და პირველ ხაზზე ებრძოდნენ დაავადებას.

ამავე დროს, მათი პროფესიონალიზმისა და თავდადების წყალობით, არაერთი ადამიანის სიცოცხლე დარჩა ხელშეუხებელი, მათ შორის, შოკურ მდგომარეობაში მყოფი გადარჩენილი მამაკაცის.

მინდა მივულოცო და მადლობა გადავუხადო ამისთვის ჩვენს ეკიპაჟის წევრებს - გიორგი გაბედავას, თამარ ხაბურძანიასა და გელა კოპალიანს", - წერს ავთანდილ თალაკვაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system