თავში

ამ არჩევნებს ბოლომდე მშვიდობიანად მივიყვანთ - ელენე ხოშტარია

ამ არჩევნებს ბოლომდე მშვიდობიანად მივიყვანთ - ელენე ხოშტარია
ამ არჩევნებს ბოლომდე მშვიდობიანად მივიყვანთ - ელენე ხოშტარია

პოლიტიკური მოძრაობა "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია რუსთავში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რა დროსაც დავით კირკიტაძეს და მისი შტაბის წევრებს უცნობი პირები თავს დაესხნენ. 

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მნიშვნელოვანია არჩევნები ბოლომდე მშვიდობიანად მივიყვანოთ. 

"დღეს ჩვენ ვნახეთ ის, რისი შეცვლაც გვინდა ამ ქვეყანაში. ეს არის იმ ხალხის გაწირვა, ვინც რუსთავში „ქართული ოცნების“ აქტივისტია. ამ ხალხს ძალადობისთვის, კანონის დარღვევისთვის სწირავენ. ისტორიის ის ფურცელი, როდესაც არჩევნები არის ცემა-ტყეპა, უნდა დაიხუროს. კოალიციის სახელით, მინდა ხაზი გავუსვა, რომ მშვიდობიანი ცვლილების ჩვენს პრინციპს ვერაფერი შეცვლის. ჩვენ გავაგრძელებთ მოქალაქეებზე ზრუნვას. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, მოქალაქეს რა პოლიტიკური პოზიცია აქვს ან რომელი პარტიის აქტივისტია. აბსოლუტურად ყველა მოქალაქის გვერდით ვიქნებით, ვინც ამ სისტემის მსხვერპლია. ამ არჩევნებს ბოლომდე მშვიდობიანად მივიყვანთ და შევცვლით, შემდეგ კი ვანახებთ მაგალითს, თუ როგორ იქცევა გამარჯვებული და ის, ვინც ზრუნავს მოქალაქეზე და არა პარტიაზე", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system