თავში

"ამ ეტაპზე თანხმობა არ აქვს გაცემული სააკაშვილს" - სახალხო დამცველი

"ამ ეტაპზე თანხმობა არ აქვს გაცემული სააკაშვილს" - სახალხო დამცველი
ამ ეტაპზე თანხმობა არ აქვს გაცემული სააკაშვილს - სახალხო დამცველი

"ექიმთა შეფასებით, ამ წუთის მდგომარეობით, ანალიზების გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, მაგრამ გამომდინარე, იქიდან, რომ არის მე-19 დღე შიმშილობის, ნებისმიერ დროს შესაძლოა, გართულდეს მდგომარეობა, ამიტომ პრევენციული მიზნით რეკომენდაციას უწევენ მის ჰოსპიტალიზაციას", - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ იუსტიციის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"რამდენადაც ვიცი, ამ ეტაპისთვის ამაზე თანხმობა არ აქვს გაცემული მიხეილ სააკაშვილს. ამიტომ ვმსჯელობთ, რომ სანამ თანხმობას განაცხადებს ადგილზე იყოს მობილიზებული სამედიცინო პერსონალი, თუკი მდგომარეობა გართულდება.

თუ პატიმარი უარს აცხადებს, სამწუხაროდ, მას სამედიცინო მომსახურება არ გაეწევა, სანამ არის საღ გონებაზე. თუმცა თუ ვითარება იმდენად გართულდა და პაციენტი გადაუდებელ ჩარევას საჭიროებს, მაშინ კრიტიკულ სიტუაციაში ექიმები ვალდებულები არიან, გაუწიონ დახმარება. დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება მიხეილ სააკაშვილის თანხმობა ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით", - თქვა ნინო ლომჯარიამ. 

ცნობისთვის, კონსილიუმის გადაწყვეტილებით,მიხეილ სააკაშვილის პრევენციული ჰოსპიტალიზაცია იგეგმება.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში მე-19 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system