თავში

"ამ გემზე ერთი კაიუტა ნიკო კვარაცხელიას სახელობის იქნება" - კეკელიძე

"ამ გემზე ერთი კაიუტა ნიკო კვარაცხელიას სახელობის იქნება" - კეკელიძე
ამ გემზე ერთი კაიუტა ნიკო კვარაცხელიას სახელობის იქნება - კეკელიძე

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

მისი თქმით, განმუხურის სანაპიროზე, გემზე ბიბლიოთეკა მოეწყობა, რომლის ერთი კაიუტა ტექნოლოგიებს მიეძღვნება და ის ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას სახელობის იქნება.

"ეს განმუხურის სანაპიროა. აქ ერთ წელიწადში გემი-ბიბლიოთეკა მოეწყობა, რომლის მთავარი მხარდამჭერი ეროვნული ბიბლიოთეკა იქნება. ბესიკ არახამიასა და ზუგდიდელ ბიბლიოთეკართა გუნდთან ერთად ჩვენც შევიტანთ მცირე წვლილს - თავდაპირველად გემბანი-სამკითხველო იგეგმება, რომელსაც კარცერ-ლუქს-კაიუტები მოჰყვება. ერთი კაიუტა ტექნოლოგიებს მიეძღვნება, რომელიც შესანიშნავი ახალგაზრდის, ნიკო კვარაცხელიას სახელობის იქნება.

ეს გემი ნაპირზე დგას, მაგრამ ყველაზე დიდ მანძილს გაივლის და ერთმანეთს სწორედ ასეთი გემებით დავუბრუნდებით ჩვენ და ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეები - წიგნისა და განათლების", - წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ვერაზე,15 სექტემბერს პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი 22 წლის ნიკა კვარაცხელია სასიკვდილოდ დაჭრეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system