თავში

ამ ჯოჯოხეთს მეორედ ვერ გადავიტან - თეა სიჭინავა

ამ ჯოჯოხეთს მეორედ ვერ გადავიტან - თეა სიჭინავა
ამ ჯოჯოხეთს მეორედ ვერ გადავიტან - თეა სიჭინავა

ჟურნალისტი თეა სიჭინავა, კორონავირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ჯოჯოხეთი მხოლოდ რეანიმაციაში მოხვედრა და იქ კოვიდთან ბრძოლა არ არის!

ჯოჯოხეთია, როცა შენი უახლოესი ადამიანი ხვდება იქ და შენ მთელი დღე და ღამე ტელეფონს დასჩერებიხარ.

როცა შენს ახლო ადამიანს, თავიც არა აქვს, გიპასუხოს და შენ იმაზე დარდით კვდები, ხომ არ დამძიმდა, ან კიდევ უარესი ხომ არ მოხდა…

როცა ექიმის ზარს ელი, რომელიც დღეში მხოლოდ ერთხელ რეკავს, იმიტომ, რომ შენსავით კიდევ ბევრი ადამიანი ელის მის ზარს. (არადა, შენ იმის სურვილი გაქვს, ექიმს სთხოვო, შევიდეს, გადაამოწმოს, რატომ არ პასუხობს ტელეფონს, ხომ კარგადაა?)

ღამე კიდევ უფრო ჯოჯოხეთია, კიდევ უფრო მეტი საშინელი აზრი მოგდის.

მერე დილის 7 საათამდე ნახევრად ფხიზლად გძინავს, იმიტომ, რომ დილის 7-ზე ექიმების შემოვლაა და თუ არ დაგირეკეს, ე.ი. ცოცხალია.

ასე გრძელდება მინიმუმ 12 დღე. ამ 12 დღის გაძლება ძალიან რთულად გადმოსაცემია, მაგრამ ვეცადე.

ამიტომ ავცერი მთელი ოჯახი. ჩემი ხანდაზმული ბებო, კოვიდგამოვლილი დედა.

შეიძლება, კოვიდი გადავიტანო, მაგრამ ამ ჯოჯოხეთს მეორედ ვერ გადავიტან.

დავიცვათ რეგულაციები, აცრა გვიცავს,"წერს თეა სიჭინავა Facebook-ზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system