თავში

ამ ქვეყანას ასეთი მაგალითები სჭირდება - ირინა სარიშვილი

ამ ქვეყანას ასეთი მაგალითები სჭირდება - ირინა სარიშვილი

ყოფილი პარლამენტარი და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

"ნიკა მელიამ არ გადავიხდი გირაოს და არც არავინ გაბედოს ჩემს მაგივრად გადახდაო.

ჰოდა შეიმშრალეთ ნიკას პატიმრობით დასევდიანებული თვალები და უცრემლოდ შედით სადაც შედიხართ...

ბრავო ნიკა! ბრავო ნიკა! ბრავო ნიკა!

ამ ქვეყანას ყველაზე მეტად ასეთი მაგალითები სჭირდება!"წერს ირინა სარიშვილი Facebook-ზე

ცნობისთვის, ნიკა მელია აცხადებს, რომ ის თავს მოტყუებულად გრძნობს და გირაოს გადახდის წინააღმდეგია.

19 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის სკანდალური გადაწყვეტილება მიიღოს და გიორგი რურუა საკუთარი პირობებით შეიწყალოს.

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს, პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებას ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა.

დღეს დოკუმენტზე ხელმოწერა დააფიქსირა დამატებით კიდევ რამდენიმე პარტიის წარმომადგენელმა.

18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრებს, საქართველოს სამომავლო გზასთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტი წარუდგინა. მიშელის განახლებული დოკუმენტი, ხუთ პუნქტს ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system