თავში

ამ ქვეყნის უმრავლესობას საუკეთესო უნდა, ასეთები ვართ - ნანუკა ჟორჟოლიანი

ამ ქვეყნის უმრავლესობას საუკეთესო უნდა, ასეთები
ამ ქვეყნის უმრავლესობას საუკეთესო უნდა, ასეთები ვართ - ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ვაქცინაციაზე მიმდინარე რეგისტრაციის პროცესს გამოეხმაურა. "ფაიზერის" 150 000 დოზა, რომელიც რეგისტრაციის პირველი დღისთვის იყო გამოყოფილი მალე ამოიწურება, რაც მის მიმართ საზოგადოების მაღალ ნდობას აჩვენებს. ჟურნალისტი წერს, რომ სხვა ვაქცინების მიმართ ხელისუფლებას უკეთესი საინფორმაციო კამპანია უნდა ეწარმოებინა. 

"100 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა აცრაზე სამ საათში. ფაიზერისადმი მაღალი ნდობის გამო. მესმის რომ თურმე ყველაფრით უნდა აიცრან ადამიანებმა, მაგრამ ესმით და იგებენ რომ ამერიკა, ისრაელი არ ირჩევს სინოვაკს და სინოფარმს ისე, როგოეც ფაიზერს, მოდერნას და ურჩევნიათ ის, რაც დაცულობის მეტ გარანტიას აძლევს.

თუმცა, სინოფარმიც და სინოვაკიც მაღალი ნდობით სარგებლობს, უბრალოდ სწორი კამპანია ვერ აწარმოა ხელისუფლებამ. თორემ სინოფარმის შემთხვევაში უკუჩვენება თითქმის გამორიცხულია. უბრალოდ ამ ქვეყნის უმრავლესობას საუკეთესო უნდა. ასეთები ვართ.", - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system