თავში

ამ მოლაპარაკებების დეტალები კიდევ უფრო გამაოგნებელია - კობახიძე

ამ მოლაპარაკებების დეტალები კიდევ უფრო გამაოგნებელია - კობახიძე
ამ მოლაპარაკებების დეტალები კიდევ უფრო გამაოგნებელია - კობახიძე

საგანგაშოა კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ განხორციელებული ქმედებები, რომელთა ნაწილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ მედიასაშუალებების მიერ ზუგდიდში მიმდინარე მოვლენების გაშუქების შეფასებისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, გამაოგნებელია, როდესაც მედასაშუალების წარმომადგენელი პირდაპირ ეთერში აწარმოებს მოლაპარაკებებს დანაშაულის ჩამდენ პირთან.

„ამ ვითარებაში თითოეული ჩვენგანის მთავარი სურვილი მძევლების რაც შეიძლება სწრაფად და უვნებლად გათავისუფლებაა. მთავარია, სამართალდამცავ ორგანოებს მიეცეთ საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში მოქმედების შესაძლებლობა. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მართებთ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, რათა მათმა მოქმედებებმა ხელი არ შეუშალოს დანაშაულის აღკვეთასა და მძევლების გათავისუფლებას. 

სამწუხარო და შემაშფეთებელია, რომ კონკრეტულმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა სცადეს ასეთი ვითარებაც კი საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოეყენებინათ. ეს არის პოლიტიკური მოროდიორობა, რასაც ჩვენ მათგან სამწუხაროდ, დიდიხანია მიჩვეულები ვართ. საგანგაშო და გამაოგნებელია კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ განხორციელებული ქმედებები, რომელთა ნაწილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავს. 

გამაოგნებელია, როდესაც მედასაშუალების წარმომადგენელი პირდაპირ ეთერში აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ ტიპის დანაშაულის ჩამდენ პირთან, რაზეც თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებ“, – განაცხადა კობახიძემ.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. შეიარაღებულ პირს ამჟამად 19 მძევალი ჰყავს აყვანილი. გამტაცებელი ნახევარ მილიონ დოლარსა და ვერტმნფრენს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრება.

გამტაცებლის მოთხოვნები მძევლად მყოფმა ირაკლი კვარაცხელიამ "მთავარი არხის" ეთერით გააჟღერა. არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განმარტებით, კვარაცხელია მას სოციალური ქსელით დაუკავშირდა, რის შემდეგაც მისი პირდაპირ ეთერში ჩართვა გადაწყდა.  გვარამიამ აღნიშნული მიმოწერის ამსახველი ფოტოებიც გაასაჯაროვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system