თავში

,,ამ რეკომენდაციებით შეძლებთ საკუთარი თავის დახმარებას" - ავსტრიაში მცხოვრები ქართველი ექიმის რჩევები

,,ამ რეკომენდაციებით შეძლებთ საკუთარი თავის დახმარებას" - ავსტრიაში მცხოვრები ქართველი ექიმის რჩევები
,,ამ რეკომენდაციებით შეძლებთ საკუთარი თავის დახმარებას - ავსტრიაში მცხოვრები ქართველი ექიმის რჩევები

ავსტრიაში მცხოვრები ქართველი ექიმი ირმა კვიცარიძე კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს რეკომენდაციებით მიმართავს. მისი რჩევები, ძირითადად, მსუბუქად მიმდინარე ან სიმპტომების გარეშე მიმდინარე კოვიდინფიცირებულ პაციენტებს ეხება.

,,შეძლებისდაგვარად მოგაწვდით ინფორმაციასა და რჩევებს, რაც ადგილზე გაგიადვილებთ კოვიდთან გამკლავებას.

რასაც ვწერ, ეხება მხოლოდ მსუბუქად მიმდინარე ან სიმპტომების გარეშე მიმდინარე COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებს.

როგორც ჩანს, შეუძლებელია ყველას კლინიკებში მკურნალობა. ისინი ვინც ამას არ საჭიროებენ უნდა ვმართოთ ბინაზე.

თუ თქვენ ხართ COVID-19-ით ინფიცირებული, არ გაქვთ ჩივილები ან მსუბუქად გამოხატული სიმტომები:

1. გაიზომეთ დღეში 3-ჯერ ტემპერატურა. თუ გაქვთ 37-38-ზე სხეულის ტემპერატურა, მიიღეთ ჩვეულებრივი პარაცეტამოლი. (დალიეთ ბევრი სითხე) თუ ტემპერატურა 4 დღის შემდეგაც მაღალია 38 და ზემოთ, საჭიროა, დამატებითი მედიკამენტოზური მკურნალობა. აქ კი ექიმის კონსულტაცია აუცილებელია. უმეტეს შემთხვევაში დროულად ანტიბიოტიკის მიღება ხელს უშლის ფილტვების ანთების (პნევმონიის) განვითარებას. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ინფექციის დადასტურებისთანავე უნდა დაიწყოთ ანტიბიოტიკის მიღება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როგორც ზემოთ მივუთითე და ისიც ექიმის მიერ რეკომენდირებული ანტიბიოტიკი.

2. ისევ მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხე 2 დან 3 ლიტრამდე დღეში.

3. იმოძრავეთ ბევრი, ეს არ ნიშნავს რომ ფიტნესკლუბში უნდა იაროთ და გადაჭარბებულად დაიტვირთოთ. მოძრაობა საჭიროა თრომბოზის პროფილაქტიკასათვის. თრომბოემბოლია უდევს საფუძვლად COVID-19-ის მძიმე ფორმით მიმდინარეობას.

3. ავსტრიელ პაციენტს ურჩევენ პულსოოქსიმეტრი გაიკეთოს რომ ჟანგბადის სატურაცია შემოწმდეს. თუ ეს საქართველოს პირობებში არარეალურია ამაზე ნუ ინერვიულებთ. მარტივად მიეცით საშუალება ფილტვს "იმუშაოს", გაბერეთ საათში ერთხელ ბუშტი, ამასც თავისი წესი აქვს, კერძოდ, შეისუნთქეთ ჰაერი ცხვირით და ჩაბერეთ პირით, არავითარ შემთხვევაში ბუტში ჩანაბერი ჰაერი არ შეისუნთქოთ. თუ გრძნობთ ოდნავ ჰარეის უკმარისობას. არ დაწვეთ საწოლში ზურგზე, ნახევრად წამომჯდარ მდგომარეობაში გაჩერდით.

რაც შეეხება ჟანგბადის მიწოდებას, აქაც ზომიერებაა საჭირო , მაქსიმუმ 1 l/h ამ რეჟიმით დასაშვებია, რასაკვირველია თუ ამის საჭიროება არის.

4. დიაბეტიანები განსაკუთრებით ერიდონ ჭარბი რაოდენობით ხილის მიღებას. შაქრიანი დაიბეტის მქონე პაციენტებში COVID-19 ინფექციით აღინიშნება სისხლში შაქრის მაჩვენებლის მატება. ასე რომ დამატებითი დატვირთვა ამ შემთხვევაში ართულებს პროცესს.

5. დექსამეტაზონი და COVID-19-სას, არ არის რეკომენდირებული, იწვევს ინფეაციური დაავადების მიმდინარეობის გართულებას. აჩვენებს პარადოქსულ ეფექტს. გამოიყენება მხოლოდ მძიმე პაციენტების მკურნალობისას!

6. თუ თქვენ გაქვთ თანდართული ფაღარათი, ეს იმას ნიშნავს, რომ კარგავთ დიდი რაოდენობით სითხეს და მასთან ერთად ორგანიზმიდან გამოდის ელექტროლიტებიც, კლინიკის პირობებში ამის შევსება შესაბამისი გადასხმებით არის შესაძლებელი. სახლის პირობებში მარტივად, მცირე რაოდენობით მარილი გახსენით 1 ჭიქა წყალში (ნახევარი ჩაის კოვზი) და დალიეთ, ესეც მხოლოდ ერთხელ!

7. გაანიავეთ ხშირად ოთახი.

8. აწარმოეთ დღიური სადაც ჩაინიშნავთ თქვენს ჩივილებს, ეს დაგეხმარებთ რომ თავად შეაფასოთ თქვენი მდგომარეობა და პანიკაში არ ჩავარდეთ. ასევე ექიმს უკეთ მიაწვდით ინფორმაციას.

9. შეძლებისდაგვარად იყავით კავშირზე ოჯახის ექიმთან.

არ შეგეშინდეთ, COVID-19-ი არ არის სასიკვდილო განაჩენი.

ამ რეკომენდაციებით შეძლებთ საკუთარი თავის დახმარებას და არ დაიკავებთ კლინიკაში იმ პაციენტების ადგილს ვისაც ის ნამდვილად სჭირდება.
აქვე, სპეციალურად შევეცადე დამეწერა ყოველგვარი სამედიცინო ტერმინოლოგიის გარეშე, რომ ტექსტი გასაგები იყოს ყველასათვის", -
წერს ირმა კვიცარიძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system