თავში

"ამ საბუთით ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარებით" - ექიმის მიმართვა

"ამ საბუთით ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარებით" - ექიმის მიმართვა
ამ საბუთით ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარებით - ექიმის მიმართვა

გერმანიაში მცხოვრები ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში მნიშვნელოვან ინფორმაციას აქვეყნებს და მოქალაქეებს მიმართავს:

"მოგმართავთ ყველა ადამიანს, ვინც ამ საქმეში დგახართ.

თუკი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან მომაწვდით რაიმე ოფიციალურ წერილს ან საბუთს, სადაც ეწერება რომ ონკოლოგიური ბავშვის მკურნალობის დაფინანსება საქართველოში არის ფინანსურად ლიმიტირებული, არაა საჭირო ის 23 000 ლარის ლიმიტირებაც კი, უბრალოდ, ეწეროს, რომ ონკოლოგიური პაციენტი ბავშვის მკურნალობაში არის ფინანსური ლიმიტი.

აი ამ საბუთით ძალიან ბევრ, ასობით ადამიანს დავეხმარებით.

ამ საბუთის ევროგაერთიანებაში გასაჯაროებით მივაღწევთ იმას, რომ ონკოლოგიურ ბავშვებს და მის ოჯახებს მოვაცილოთ ბევრი საშინელება, მათ შორის ავადმყოფობაც კი.

საქართველოს ხელისუფლებას აქვს აღებული პოლიტიკური ვალდებულებები, რომლებიც უკავშირდება ვიზალიბერალიზაციას.

მოვთხოვოთ ჯანდაცვას, რომ დააფიქსიროს ცალსახა პოზიცია და მერე ამ პროცესს გავყვეთ ევროგაერთიანებაში", - წერს იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system