თავში

"ამ საჩუქრის მიღება ძალიან გამიძნელდა" - გიორგი ღოღობერიძე

"ამ საჩუქრის მიღება ძალიან გამიძნელდა" - გიორგი ღოღობერიძე
ამ საჩუქრის მიღება ძალიან გამიძნელდა - გიორგი ღოღობერიძე

კლინიკური ონკოლოგი, რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

როგორც ღოღობერიძე წერს, უცნობმა ადამიანმა მას საჩუქარი გაუგზავნა.

"გუშინ ლექციის წასაკითხად რომ ვბრუნდებოდი, ჩემი მოსწავლე შემხვდა, დიდი ხნის უნახავი და ეს საჩუქარი გადმომცა.

უცხო ადამიანისგან არის, ვერაფრით დაგიკავშირდაო… მერე შენი სურათები უნახავს ძველები, ერთ-ერთზე მეც რომ ვიყავი, მიპოვა და გამომატანაო

პირველ რიგში, ძალიან შემრცხვა… და მეორეც, ამ საჩუქრის მიღება ძალიან გამიძნელდა…

ექიმისთვის საჩუქრის ჩუქება, ჩემი აზრით, უხერხულია… ჩვენ ისედაც კმაყოფილი ვართ, როცა თქვენ კარგად ხართ და არც შემდეგ ჯერზე დაგზარდებით გვერდში დგომას.

მხოლოდ ერთი ცალი გავსინჯე… იმიტომ, რომ ბავშვობაში დედა აკეთებდა ხოლმე და მას მერე აღარასოდეს მეჭამა… ისეთი გემრიელი იყო.

რამდენიმე ცალს ჩემ დას და მამას მივცემ და დანარჩენს დავურიგებ ქუჩაში მყოფ ადამიანებს.

პ.ს. ამ პოსტით არაფრის თქმა მინდა, გარდა იმის, რომ ექიმებს საჩუქარი არ აჩუქოთ, თქვენზე ზრუნვა ჩვენი ვალდებულებაა… ის სახსრები ჯანმრთელად ყოფნისთვის მოიხმარეთ.

და დიდი მადლობა იმ უცნობ ადამიანს ასეთი სითბოსთვის", - წერს გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system