თავში

"ამ საკითხს სწავლობს სხვადასხვა უწყება " - თამარ გაბუნია

"ამ საკითხს სწავლობს სხვადასხვა უწყება " - თამარ გაბუნია
ამ საკითხს სწავლობს სხვადასხვა უწყება  - თამარ გაბუნია

ჯავშნების გაუქმება, უფრო სწორად არ გამოცხადება დაჯავშნილ ვიზიტებზე, არის ყოველდღიურად და საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. 

მისი თქმით, საკითხს შესაბამისი უწყებები სწავლობენ.

"ერთი ციფრი, რომელიც დასახელდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, ეს იყო 3 000 შემთხვევა არგამოცხადების. ამ საკითხს სწავლობს სხვადასხვა უწყება იმისთვის, რომ გამოვლინდეს, რა შესაძლო მიზეზი შეიძლება ჰქონოდა მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირდა და შემდეგ კი არ გააუქმა ჯავშანი, უბრალოდ არ გამოცხადდა. არის ეს ანტივაქსერული ჩარევა, არის ეს უბრალოდ, სპონტანურად, რომ ადამიანი დარეგისტრირდა და შემდეგ შეცვალა მისი გადაწყვეტილება, არ მივიდა და უბრალოდ არ გააუქმა. ჩვენ მეტი ინფორმაცია და პასუხი გვჭირდება", - ამბობს გაბუნია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system