
გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის საკითხებზე კომენტარებს აღარ გააკეთებს.
ამის შესახებ მან განცხადება "ფეისბუქზე" ჩართვისას გააკეთა. ფხაკაძე აპირებს, შექმნას ახალი პლატფორმა, რომელიც საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის ხარისხს გააკონტროლებს.
"კოვიდთან დაკავშირებულ საკითხებსა და ვაქცინაციაზე აღარ ვისაუბრებ. ამ საკითხზე ნუღარ დამიკავშირდებით. არიან შესანიშნავი ექსპერტები, საქართველოში თუ საზღვარგარეთ, რომლებიც ამ თემებზე საუბრობენ.
"ორგანიზაცია დავაფუძნე "აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“, ვიწყებთ საავადმყოფოების ხარისხის კონტროლს”, – წერს გიორგი ფხაკაძე.
ვრცლად ფხაკაძის ინიციატივის შესახებ იხილეთ ბმულზე.