თავში

"ამ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ სკოლების გახსნის საკითხი" - ივანე ჩხაიძე

"ამ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ სკოლების გახსნის საკითხი" - ივანე ჩხაიძე
ამ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ სკოლების გახსნის საკითხი - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე იმედს გამოთქვამს, რომ ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში განახლდება. 

ექიმის თქმით, ვაქცინაციის ცენტრებში მიმართვიანობა მაღალია და მოსალოდნელია, რომ მომდევნო 2-3 კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდეს.

"ციფრები, რომელიც დღეს გვაქვს ძალიან მაღალია და რისკის ქვეშ აყენებს სკოლების გახსნის საკითხს. თუ გავითვალისწინებთ ძალიან მაღალ მიმართვიანობას ვაქცინაციის ცენტრებში, შესაძლებელია, რომ მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდეს. ეს სავსებით დასაშვები სცენარია. ამ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ სკოლების გახსნის საკითხი, ვინაიდან სკოლა არ წარმოადგენს ინფექციის გავრცელების წყაროს", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ცნობისთვის, 19 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 23 986-მა ადამიანმა გაიკეთა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია 266 962 ადამიანი.

ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 4 743 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 3393 პაციენტი.

ვირუსით კიდევ 59 ადამიანი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system