თავში

"ამ შემთხვევაში მსუბუქად გადავიტანთ მეხუთე ტალღას" - გამყრელიძე

"ამ შემთხვევაში მსუბუქად გადავიტანთ მეხუთე ტალღას" - გამყრელიძე
ამ შემთხვევაში მსუბუქად გადავიტანთ მეხუთე ტალღას - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად ეპიდვითარების გაუმჯობესებული სურათისა, რეგულაციების დაცვა აუცილებელია.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში ახალი შტამები ჩნდება, ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

გამყრელიძე ამბობს, რომ რაც მეტი აცრილი ადამიანი იქნება, საქართველოში ვირუსის მეხუთე ტალღა უფრო მსუბუქი იქნება.

"მოიკლო მძიმე პაციენტების რაოდენობამ. ჯერჯერობით სტაბილიზაციისკენ ტენდენცია არის, მაგრამ დღიურად 2 000 შემთხვევა საქართველოსთვის ბევრია. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ყველა წესი დავიცვათ, რაც არის რეკომენდებული, რათა როგორმე სტაბილიზაციისკენ სვლა გაგრძელდეს.

ახალი შტამები ნელ-ნელა ჩნდება. სულ ვაკვირდებით ამას. ჩვენს ქვეყანაში ცირკულირებს ძირითადად დელტა შტამი, თუმცა გვაქვს დელტა პლუსის რამდენიმე შემთხვევა. რაც სწრაფად ავიცრებით, მით უფრო ნაკლები იქნება ალბათობა მე-5 ტალღის სიძლიერის. რაც მეტი აცრილი ადამიანი დახვდება მე-5 ტალღას, რომელიც შეიძლება ნოემბრის მეორე ნახევარში, დეკემბერში იყოს, მით უფრო იოლად და მსუბუქად გადავიტანთ მეხუთე ტალღას და ის არ იქნება ისეთი დამანგრეველი, როგორიც იყო შავი აგვისტო ან ნოემბერ-დეკემბერი", – განაცხადა გამყრელიძემ.

17 სექტემბრის მონაცემებით საქართველოში სულ ჩატარებულია 1 610 309 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 935 094 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.7%;

სრულად ვაქცინირებულია 675 215 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 23.6%;

16 სექტემბერს აიცრა 19 148 ადამიანი.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 039 ახალი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გამოჯანმრთელდა 2 192 ინფიცირებული. ვირუსით გარდაიცვალა კიდევ 56 პაციენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system