თავში

,,ამ შიშს სადღაც ვჩქმალავდი, რომ გული არ გამხეთქვოდა" - ნინო სურგულაძეს მამა გარდაეცვალა

,,ამ შიშს სადღაც ვჩქმალავდი, რომ გული არ გამხეთქვოდა" - ნინო სურგულაძეს მამა გარდაეცვალა
,,ამ შიშს სადღაც ვჩქმალავდი, რომ გული არ გამხეთქვოდა - ნინო სურგულაძეს მამა გარდაეცვალა

ცნობილ საოპერო მომღერალს, ნინო სურგულაძეს მამა გარდაეცვალა. მომღერალი მამის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს.

,,სულ რომ მეშინოდა და მერე ამ შიშს მალევე სადღაც ვჩქმალავდი, რომ გული არ გამხეთქვოდა, ის დროა ახლა, ის დღე, რომლის დადგომაც თითქოს კანონზომიერია, მაგრამ მაინც ვერავინ ვერასოდეს ეგუება, ახლა თითქოს ისიც კი მახსოვს, სულ პატარამ პირველად როგორ დაგიძახე მამა, პირველად როდის ვიგრძენი მამის სითბო და სიყვარული, მინდა მახსოვდეს და იმიტომ... ის ყველაფერიც უნდა მახსოვდეს, რაც აქამდე იყო, სულ უნდა ვიფიქრო დაუსრულებლად, მოფერება ხომ მოვასწარი ისე, როგორც მინდოდა, იქნებ ასე ცოტა შემსუბუქდეს ტკივილი, ტკივილი, რომელსაც არც სახელი აქვს, არც დასასრული... მე კიდევ ბევრს გეტყვი, ისევ იქნება ჩვენი მამაშვილური საუბრები, ისევ მოგიყვები ყველაფერს, ისევ გთხოვ რჩევას, ისევ გკითხავ აზრს, ოღონდ ამის შემდეგ შენ მხოლოდ მომისმენ მამა, ვეღარ მიპასუხებ, მე კი მაინც გავიგონებ შენ ხმას, რომელიც სულ ჩემთან დარჩება... მიყვარხარ უსასრულოდ, შეხვედრამდე.

პანაშვიდი: 2 დეკემბერს 16:00 საათიდან

დაკრძალვა: 3 დეკემბერს 14:00 საათზე

მისამართი: უნივერსიტეტის ქუჩა 6, მაცხოვრის ამაღლების ტაძარი", - წერს ნინო სურგულაძე.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system