თავში

,,ამ ტრავმისგან განკურნება შეუძლებელი იქნებოდა, მრავალჭირნახული ქალი რომ არ ვიყო" - ნათია ფანჯიკიძე

,,ამ ტრავმისგან განკურნება შეუძლებელი იქნებოდა, მრავალჭირნახული ქალი რომ არ ვიყო" - ნათია ფანჯიკიძე
,,ამ ტრავმისგან განკურნება შეუძლებელი იქნებოდა, მრავალჭირნახული ქალი რომ არ ვიყო - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს. 

,,ჩემმა საყვარელმა წითელმა პომადამ რომ აზრი დაკარგა პირბადის ქვეშ, ამ ტრავმისგან განკურნება შეუძლებელი იქნებოდა, მრავალჭირნახული ქალი რომ არ ვიყო და ყველაფერ ცუდში კარგის და გადასარევის დანახვა არ შემეძლოს. ბავშვობაში აზერბაიჯანელი ბიჭი მიყვარდა თავდავიწყებით, ისე ძალიან, რომ რაც გამაჩნია, იმ განათლების ნახევარი მაშინ მივიღე პოეზიასა და სხვა სინატიფეებში, აბა რამეზე ხომ უნდა ამეწყო სევდა და ვარამი. ეს ბიჭი ჩემ და-ძმას ემეგობრებოდა და მე ლაწირაკად მიმიჩნევდა სავარაუდოდ, რაც საბრალო კონკიას სულმთლად მიკლავდა ყოველგვარ ენთუზიაზმს. მოწყენილი და მარტოკინა ზღვის ფერად კენჭებს ვაგროვებდი და ვაწყობდი მოზაიკებად, ბრინჯის რჩევის ნაცვლად, რადგან ზღვაზე ვხვდებოდი მხოლოდ ჩემ შეყვარებულს. ერთადერთი ბედნიერი დღე გათენდა, როცა მან შემამჩნია, - პლაჟზე ვიჯექი, მოვიდა და შენი ძმა სადააო, რაღაც ეგეთი მკითხა. ხოდა გავიღიმე ორივე ყბით, ორივე მწკრივი კბილით და ასე მივშტერებოდი, ლაპარაკისუნარდაკარგული. უი, მთლად შტერი ყოფილა ესო, გაიფიქრა და წავიდა. რას დავეძებდი, ხმა ხომ გამცა. ვეცი პატარიკა სარკეს, ჩავიხედე, - არამიშავს... გამახსენდა, რომ მთელი ეს შეხვედრა ყურებამდე ვიღიმოდი და სარკეს გავუღიმე ამიტომ და ნეტავ ეს არ მექნა.. დელფინებმა გადამარჩინეს, თორემ დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი - ყველა კბილში ახლადნაჭამი ხაჭაპურისგან დარჩენილი ყველი მქონდა ჩარჩენილი. იმ დღის მერე კბილების ჰიგიენა ჩემ პრიორიტეტად იქცა. ხოდა, რომ მქონოდა მაშინ პირბადე, ხომ კარგი იქნებოდა?", - წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system