თავში

ამ ვაქცინების კომბინაციამ უკეთესი იმუნური პასუხი აჩვენა - ბიძინა კულუმბეგოვი

ამ ვაქცინების კომბინაციამ უკეთესი იმუნური პასუხი აჩვენა - ბიძინა კულუმბეგოვი
ამ ვაქცინების კომბინაციამ უკეთესი იმუნური პასუხი აჩვენა - ბიძინა კულუმბეგოვი

რამდენიმე კვლევის შედეგად, იმუნური სისტემის უპირატესობა შერეული ვაქცინის შემთხვევაში მკვეთრად უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ერთი და იგივე ვაქცინის - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის დღეში“ განაცხადა.

საუბარია "ასტრაზენეკასა" და "ფაიზერის" ვაქცინების შერევაზე. 

„როდესაც „ასტრაზენეკას“ გამოყენება ევროკავშირის ქვეყნებში დაიწყო და მასთან ასოცირებული თრომბოემბოლიური რისკი ახალგაზრდებში გამოიკვეთა და დაუდასტურდათ მათ ეს იშვიათი, მაგრამ გვერდითი მოვლენა, ამის შემდეგ ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო პრეცედენტული გამოყენება, ანუ ვისაც პირველი დოზა ჰქონდა „ასტრაზენეკა“, მას მეორე დოზა შესთავაზეს „ფაიზერი“, შემდეგ ამან კვლევითი ფორმები მიიღო და უფრო სიღრმისეულად შეისწავლეს.

ყოველთვის არის მოწოდება, რომ მაინც ჯობს ერთი და იგივე ვაქცინა გამოვიყენოთ, მაგრამ გვაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან სერიოზული კვლევა ჩაატარეს გერმანიაში, ბრიტანეთსა და ესპანეთში, რომელმაც ასეთი რამ აჩვენა: პაციენტები რამდენიმე ნაწილად დაყვეს, ერთი - რომლებსაც ჰქონდათ ორჯერ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ადმინისტრირებული, მეორე - რომლებსაც ორჯერ ჰქონდათ „ფაიზერი“ გამოყენებული და მესამე, შერეული ვაქცინა.

იმუნური სისტემის უპირატესობა შერეული ვაქცინის შემთვევაში მკვეთრად უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ორი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემთხვევაში და ოდნავ უფრო უკეთესი, ვიდრე ორი „ფაიზერის“ შემთხვევაში. ჯერჯერობით ეს საყოველთაო, მსოფლიო რეკომენდაცია არ არის, მაგრამ ამ თვალსაზრისით არც რაიმე პრობლემაა. თუმცა გვერდითი მოვლენები, რომლებიც ხშირად ფიქსირდება, განსაკუთრებით დასავლური ვაქცინების შემდგომ, შერეული ვაქცინების შემთხვევაში პროცენტულად უფრო მეტ ადამიანს დაუფიქსირდა“ - თქვა კულუმბეგოვმა. 

რაც შეეხება ჩინური ვაქცინების შერევას ევროპულთან, კულუმბეგოვის ინფორმაციით, ასეთი პრაქტიკა ჯერ არ არსებობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system