თავში

,,მართლაც შაქარა ხარ შვილო შენ..." - VIDEO

,,მართლაც შაქარა ხარ შვილო შენ..." - VIDEO
,,მართლაც შაქარა ხარ შვილო შენ... - VIDEO

სოციალურ ქსელში შექმნილ გვერდზე, ,,შაქარა 21"-ზე, რომელიც მეგობრებმა გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას მიუძღვნეს, შაქარას დღემდე უცნობი ვიდეო ვრცელდება. 

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალებას განიცდიან მისთვის სრულიად უცხო ადამიანებიც და არაერთ ემოციურ კომენტარს წერენ. 

,,ამ მეგობრებთან გადაღებულ ვიდეოებს რომ ვუყურებ მგონია რომ ისევ ცოცხალია..."

,,არ ვიცნობდი და როგორ მიყვარს და მენანება, ამის მკვლელებს როგორ სძინავთ ღამე"

,,მართლაც შაქარა ხარ შვილო შენ" 

,,შენნაირი ანგელოზი სჭირდებოდა ამ დედამიწას შენკიდე წახვედი და მიგვატოვე"

,,ყველასგან გამორჩეული როგორ იყავი? ყველასგან ყურადღებას როგორ იპყრობდი? ცისფერთვალებავ!!!", - წერენ ვიდეოს კომენტარებში. 

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system