თავში

"ამაზე პასუხს ვინ აგებს?" - უჩა ნანუაშვილი

"ამაზე პასუხს ვინ აგებს?" - უჩა ნანუაშვილი
ამაზე პასუხს ვინ აგებს? - უჩა ნანუაშვილი

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ყოფილი ომბუდსმენი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ჩავარდა.

"კარგია კომენდანტის საათის გაუქმება, პირბადის მხოლოდ დახურულ სივრცეში ტარებაც.

მაგრამ სხვა რამეში რატომ არ ვართ ყოჩაღები?

დადებითობის მაჩვენებელი 3.27 %-ზე ავიდა;

ასტრაზენეკას 5 ათასი დოზა დაიკარგა;

დელტა შტამი(ე.წ. ინდური) ვრცელდება (ჩვეულებრივზე 5-6 ჯერ მეტად გადამდები მინიმუმ);

გამოცხადდა, ვაქცინა ივლისში შემოვა, ისიც მხოლოდ ჩინური. სხვა დაპირებული ვაქცინები უფრო გვიან, ზოგი შემოდგომით. თუმცა რომელ შემოდგომაზეა საუბარი, არ ვიცით. 

წლის ბოლოს 60-65 პროცენტი უნდა ყოფილიყო აცრილი. რეალურად რამდენიმე პროცენტია მხოლოდ აცრილი.

ზოგიერთმა ქვეყანამ საზღვრები ისევ ჩაკეტა და შეზღუდვები დააწესა ახალი ტალღის გამო.

საქართველოში ვაქცინაცია ჩავარდა რეალურად.

ამაზე პასუხს ვინ აგებს?", - წერს უჩა ნანუაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3,27%-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 914 ახალი შემთხვევა დადასტურდაგარდაიცვალა 24 პაციენტი.

გუშინ, 22 ივნისს, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში შეზღუდვები მოიხსნა.

საქართველოში ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system