თავში

ამას აქვს ორი მიზეზი - ცერცვაძე გარდაცვალების მაჩვენებელზე

ამას აქვს ორი მიზეზი - ცერცვაძე გარდაცვალების მაჩვენებელზე
ამას აქვს ორი მიზეზი - ცერცვაძე გარდაცვალების მაჩვენებელზე

1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებული სიკვდილობით საქართველო ევროპაში 30-ე ადგილზეა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი განმარტებით, სიკვდილიანობის ზრდა ინფიცირების მაღალმა მაჩვენებელმა გამოიწვია. ამასთან, ცერცვაძის განმარტებით, მეორე მიზეზი ვაქცინაციის დაბალი ტემპია.  

„ერთი რამ შეიმჩნევა, სხვა ქვეყნებს ჩვენზე მეტი ჰქონდათ სიკვდილობა და იქ დაიწყო კლება ახალმა შემთხვევებმაც და სიკვდილობამაც. საქართველო ამ პროცესს ცოტა ჩამორჩება, ამას აქვს ორი მიზეზი: ერთი ის, რომ ვაქცინაცია სერიოზულად ჩამორჩება, იმის მიუხედავად, რომ ბოლო დროს დღეში 4000-ს ვცრით, არ არის საკმარისი, დღეში საშუალოდ 7-8000 უნდა ავცრათ, მოსახლეობის 4-5%-ია აცრილი, მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში ბევრად მეტია, არაფერს ვამბობ ისრაელზე, ბრიტანეთზე და ამერიკის შეერთებულ შტატებზე, სადაც მოსახლეობის 2/3 ორჯერ არის უკვე აცრილი.

ერთი მიზეზი, ქვემოთ ჩქარა იწევს სიკვდილობის მაჩვენებელი ვიდრე ჩვენთან, არის ის, რომ ჩვენთან ვაქცინირებული მოქალაქეების პროცენტი არის 6-ჯერ, 7-ჯერ ნაკლები, ვიდრე უცხოეთის ქვეყნებში და მეორე, მესამე ტალღის პიკი იქ ადრე დაიწყო და მაშინ ჰქონდათ მაღალი სკივდილობა, ეს იყო თებერვალ-მარტში," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system