თავში

"ამას არასოდეს უარვყოფ" - რას აცხადებს გამყრელიძე ვაქცინების ეფექტურობაზე

"ამას არასოდეს უარვყოფ" - რას აცხადებს გამყრელიძე ვაქცინების ეფექტურობაზე
ამას არასოდეს უარვყოფ - რას აცხადებს გამყრელიძე ვაქცინების ეფექტურობაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ვაქცინაციის შემდეგ დაინფიცირების 300 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა ყველა ასეთ შემთხვევაში ინფიცირება მსუბუქად წარიმართა.

„არასდროს უარვყოფთ, რომ არცერთ ვაქცინას 100%-იანი დაცვა არ აქვს. მათ შორის „სინოფარმს“ აქვს დაახლოებით 79%-იანი დაცვა, მაგრამ ერთხელ ან ორჯერ აცრილზე ინფექცია წავა ძალიან, ძალიან მსუბუქად. რაც დღეს გამოიყენება, იმ ვაქცინების მთავარი დანიშნულება არის ის, რომ სერიოზულად ამცირებენ ორი აცრის შემდეგ ჰოსპიტალიზაციას და შესაბამისად, სიკვდილიანობას. ჩვენ დაახლოებით 300-მდე შემთხვევა გვაქვს, როდესაც პირველი აცრის შემდეგ ადამიანები დაინფიცირდნენ. ამ ვითარებას სწავლობენ, მაგრამ ერთი აცრის შემდეგ თითქმის ყველასთან ინფექცია საკმაოდ მსუბუქად და ხშირად, საერთოდ უსიმპტომოდ წავიდა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system