თავში

"ამას გვიჩვენებს მომდევნო ორი კვირა" - თენგიზ ცერცვაძე

"ამას გვიჩვენებს მომდევნო ორი კვირა" - თენგიზ ცერცვაძე
ამას გვიჩვენებს მომდევნო ორი კვირა - თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საზოგადოება რეგულაციებს თუ დაიცავს, კორონავირუსის შემთხვევები არ მოიმატებს.

როგორც ინფექციონისტი განმარტავს, გამოიწვევს თუ არა ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება შემთხვევების მატებას, ამას მომდევნო ორი კვირა აჩვენებს.

"ჩემი აზრით, თუ ჩვენ დავიცავთ დარჩენილ ორ რეგულაციას, ერთი დახურულ სივრცეში კეთილსინდისიერად ვატარებთ პირბადეებს და მეორე თავს შევიკავებთ ხალხმრავალი შეკრებებისგან, მაშინ მე მგონია, რომ ღია სივრცეში ამ ვალდებულების გაუქმება, არ გამოიწვევს შემთხვევების მატებას, ეს ჩემი აზრია, რომელიც შეიძლება გამართლდეს და შეიძლება არა, ამას გვიჩვენებს მომდევნო ორი კვირა. ჩემთვის არავის უკითხავს, მაგრამ მე პირადად ვიყავი მომხრე, რომ ღია სივრცეში პირბადეების ტარება გაუქმებულიყო", – განაცხადა ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system