თავში

ამას ვწერ პირველად და საბოლოოდ - კახი მამულაშვილი

ამას ვწერ პირველად და საბოლოოდ - კახი მამულაშვილი
ამას ვწერ პირველად და საბოლოოდ - კახი მამულაშვილი

გუ­შინ სა­ღა­მოს ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში მომ­ღე­რალ­მა ლელა წურ­წუ­მი­ამ სოლო კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა. სა­ღა­მოს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო და რო­გორც კონ­ცერ­ტი­დან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბი­დან ჩანს, მა­ყუ­რებ­ლე­ბი­დან დის­ტან­ცი­ას არა­ვინ იცავ­და. მომ­ღერ­ლის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე მიმ­დი­ნა­რე ლა­ივს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კრი­ტი­კუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

კრიტიკოსებს კი ლელა წურწუმიას მეუღლემ და პროდიოსერმა, კახა მამულაშვილმა სოციალურ ქსელში ასე უპასუხა: 

"ამას ვწერ პირველად და საბოლოოოდ.

პირველი პანდემია რომ დაიწყო, სახლში დაჯექითო და ვიჯექით მორჩილად, ყველანაირი დახმარების გარეშე…..

ზაფხული იმუშავეთო ღია სივრცეშებშიო და ერთ თვეში, ისევ ჩაგვკეტეს და ისევ სახელმწიფო დახმარების გარეშე,( შოუბიზნესს ვგულისხმობ)

მორჩილად ვასრულებდით ყველა რეგულაციას.

ეხლა ისევ გავხსნეს , აღარ გაიკეთოთ პირბადე და ღია სივრცეში იმუშავეთო,ოღონდ უნდა აიცრათ, თუ არ გინდათ რო ჩაგკეტოთო და გაუფრთხილდეთ სხვის ჯამრთელობასო, რაც მთავარია

წავედით მთელი ოჯახი, და ავიცერით, ავცერი მთელი ბენდი,იმიტომ რომ გვემუშავა,

და დღეს ხელს იშვერთ ზოგ ზოგიერთი ლელას კონცერტზე, რომ ჩვენ ვართ დამნაშავე???

.

არ მიყვარს სხვისკენ ხელის გაშვერა, და მაგალითების მოყვანა, რამდენი ხალხი სად დადის და რამხელა შეკრებებს ატარებენ , რა ხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დიდ სუპერმარკეტებში, სტადიონზე, მიტინგებზე,რეგიონებში, რესტორნებში.

ტურისტები, ყალბი კოვიდ პასპორტებით, უამრავი.

ბოდიში ეს მე უნდა დავარეგულირო?

დავიწყო მეც ლანძღვა გინება?

მოდით ყველამ თქვენ თავზე აიღეთ პასუხისმგებლობა, რადგან სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს თქვენ უსაფრთხოებას….არ გინდათ აიცრათ…. მარტო კონცერტი ყოფილა პრობლემა….

თან კონცერტებზე და ქორწილებში იაროთ , მთავრობის დაფინასებულ კონცერტებს კარგად ესწრებით უფასოდ და მერე კომპებს მიუჯდეთ და გვაგინოთ ესე არ გამოვა

ვინმეს თუ გონია რომ მე არ მეშინია, ძალიან ცდებით, და ამიტომ ავიცერო

აიცერიიიით და თუ არ იცრებით, მაშინ დაგვანებეთ ჩვენ თავი…

ჩვენი პროფესიააა ეს ბოდიში, ჩვენც გვყავს ოჯახები, და ბევრი პრობლემა, რომელსაც თავზე არავის არ ვახვევთ.

თქვენ ხო მუშაობთ? დადიხართ სამსახურებში, იღებთ ხელფასებს?შოუბიზნესი არ ვართ სახელმწიფო დოტაციაზე.

ყველას ჯამრთელობას გისურვებთ" - წერს მამულაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system