თავში

"ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით" - იგეგმება თუ არა მკაცრი ლოკდაუნი - ტიკარაძის განცხადება

"ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით" - იგეგმება თუ არა მკაცრი ლოკდაუნი - ტიკარაძის განცხადება
ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით - იგეგმება თუ არა მკაცრი ლოკდაუნი - ტიკარაძის განცხადება

ის შედეგები, რომელიც დღეს გვაქვს - ვგულისხმობ პირბადის ტარებასა და სხვადასხვა მასობრივი ღონისძიების ჩატარებას, არსებული გამკაცრებული ღონისძიებებისა და მონიტორინგის შედეგად მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, შემცირდა ინფექციის გავრცელების კოეფიციენტიც.

მინისტრის განმარტებით, შესაძლებელია ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვა მკაცრი "ლოკდაუნის" გარეშე. 

„შედარებით ნაკლები რაოდენობის ღონისძიება იმართება და ასევე 70%-მდე არის გაზრდილი პირბადის ტარების მაჩვენებელი, რაც რა თქმა უნდა, აისახა ინფექციის გავრცელების კოეფიციენტზე. თუ წინა პერიოდში ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი 1,59-მდე იყო, დღეისთვის ეს მაჩვენებელი არის 1,2. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ თუ საზოგადოების დამყოლობა, თვითშეგნება და სოციალური პასუხისმგებლობა იზრდება ყველა იმ ღონისძიების მიმართ, რაც უსაფრთხო ეპიდემიოლოგიურ გავლენებს უზრუნველყოფს, ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ისე, რომ ქვეყანა ისევ არ დადგეს გამოწვევის წინაშე და ისევ არ გვქონდეს ძალიან მკაცრი ლოკდაუნი და შესაბამისად, ამან არ მიაყენოს ზიანი ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system