თავში

"ამაზე დიდი უბედურება არ არსებობს" - ხატია დეკანოიძე

"ამაზე დიდი უბედურება არ არსებობს" - ხატია დეკანოიძე
ამაზე დიდი უბედურება არ არსებობს - ხატია დეკანოიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

პოლიტიკოსი, ზაზა გახელაძის დედის მიერ სუიციდის მცდელობას ეხმაურება.

"გახელაძის იმედგადაწურული დედა.

შვილის თავისუფლების იმედი რომ აღარ აქვს, ხელისუფლებისგან რომ განწირულია - ამაზე დიდი უბედურება არ არსებობს", - წერს ხატია დეკანოიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაზა გახელაძე უკანონოდ 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 2021 წლის 5 თებერვალს მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა მიუსაჯა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system