თავში

ამერიკის საელჩო ქართული მედიის წარმომადგენლებს მადლობას უხდის

ამერიკის საელჩო ქართული მედიის წარმომადგენლებს მადლობას უხდის
ამერიკის საელჩო ქართული მედიის წარმომადგენლებს მადლობას უხდის

საქართველოში აშშ-ს საელჩო ჟურნალისტებს მადლობას უხდის.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კრიზისის საპასუხოდ საუკეთესო ინსტრუმენტი ინფორმაციაა და ამისთვის პროფესიონალი ჟურნალისტები დიდი რისკის ფასად მუშაობენ.

"დღეს მივესალმებით მამაც ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებსა და ოპერატორებს, რომლებიც გამოწვევებით სავსე პირობებში, შეზღუდული რესურსებით დაუღალავად შრომობენ, რათა საზოგადოებას სწორი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდონ. ამ კრიზისის საპასუხოდ საუკეთესო ინსტრუმენტი ინფორმაციაა და პროფესიონალი ჟურნალისტები დიდი რისკის ფასად მუშაობენ, რათა ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღოთ. ჩვენ მათი შრომის მადლიერი ვართ,"- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system