თავში

ახალი აღმოჩენა ნოქალაქევში - ბრინჯაოს ქურჭელი, შესაძლოა ე.წ. ამფორა იყოს

შესაძლოა ე.წ. ამფორა იყოს
ახალი აღმოჩენა ნოქალაქევში - ბრინჯაოს ქურჭელი, შესაძლოა ე.წ. ამფორა იყოს

ნოქალაქევში აღმოჩენილი ბრინჯაროს ჭურჭელი შესაძლოა ანტიკური ხანის ამფორა იყოს. ამის შესახებ report.ge-ს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორმა ნიკა ანთიძემ განუცხადა. მისივე თქმით, აქვთ თუ არა არქეოლოგებს საქმე უნიკალურ აღმოჩენასთან, ეს ლაბორატორიული კვლევის შემდეგ გაირკვევა.

,,ნივთი დღეს ჩამოდის თბილისში. არქეოლოგიური ზედამხედველობის დროს აღმოჩნდა ეს ნივთი, პირველი შემთხვევაა, ეს შესაძლოა, იყოს ბრინჯაოს ამფორა - ეს არის ჭურჭელი ნელსაცხებლებისა. თუ ეს დადასტურდა, პირველი შემთხვევა იქნება მსგავსი ნივთის აღმოჩენის. როგორც მეცნიერები ამბობენ პერიოდი შეიძლება იყოს ანტიკური, მაგრამ დეტალებზე ჩაღრმავება გაგვიჭირდება, სანამ ლაბორატორიული კვლევა არ დაიდება და ნივთს კონსერვაცია ჩაუტარდება", - განუცხადა report.ge-ს ნიკოლოზ ანთიძემ.

ნოქალაქევში, მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციის დროს მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოების დროს, ბრინჯაოს ჭურჭელი აღმოაჩინეს.

რა არის ამფორა

ამფორა ძირწვეტიანი ორყურა ჭურჭელია, რომელიც ძირითადად ღვინისა და ზეითუნის ზეთის გადასატანად იხმარებოდა. ამას გარდა ამფორებით გადაჰქონდათ აგრეთვე ზეთისხილი, მარცვლეული, საღებავები, ზოგჯერ კი ისეთი პროდუქტებიც, როგორიცაა დაკონსერვებული ან დამარილებული თევზი, მატყლი და მრავალი სხვა. ამიტომაც ამფორებს სატრანზიტო ჭურჭელსაც უწოდებენ. 

ამფორები ანტიკური საზოგადოების განვითარების მთელ სიგრძეზე მზადდებოდა-უკვე ძვ. წ. VII-VI საუკუნეებიდან მოყოლებული ადრეული საშუალო საუკუნეების ჩათვლით (ზოგიერთ ადგილებში ამფორებს ახ. წ. X საუკუნემდე ხმარობდნენ). ამფორების შესწავლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც ანტიკური კერამიკული წარმოების ისტორიისათვის, ასევე სავაჭრო ურთიერთობათა ისტორიისათვისაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system