თავში

საქართველოში 700 ათასი ადამიანი აზარტულ თამაშებშია ჩართული

საქართველოში 700 ათასი ადამიანი აზარტულ თამაშებშია ჩართული
საქართველოში 700 ათასი ადამიანი აზარტულ თამაშებშია ჩართული

არაოფიციალური სტატისტიკით საქართველოში 700 ათასი ადამიანი აზარტულ თამაშებშია ჩართული. ინფორმაციას სამოქალაქო მოძრაობა „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, აზარტულ თამაშებში 15 წლის მოზარდებიც კი არიან ჩართული. ორგანიზაციაში სუიციდის გახშირებულ შემთხვევებზეც საუბრობენ. მათი ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში მათთან შემოსული ზარების მიხედვით, აზარტული თამაშების გამო სუიციდის 15 შემთხვევა დაფიქსირდა.

სამოქალაქო მოძრაობა გარკვეული შეზღუდვების დაწესებას ითხოვს. ესენია: აიკრძალოს აზარტული თამაშების პოპულარიზაცია და ონლაინ თამაშები, დაწესდეს შეზღუდვები 25 წლამდე ასაკის პირებში, ასევე ონლაინრეჟიმში თამაშის მსურველების დარეგისტრირება გაკონტროლდეს შესაბამისი სამსახურების მიერ, რათა მასში ვერ შეძლონ ჩართვა არასრულწლოვანებმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system