თავში

თბილისში, სავარაუდოდ, სასმელი წყლით 15 ადამიანი მოიწამლა

თბილისში, სავარაუდოდ, სასმელი წყლით 15 ადამიანი მოიწამლა
თბილისში, სავარაუდოდ, სასმელი წყლით 15 ადამიანი მოიწამლა

თბილისის ზღვის დევნილთა დასახლებაში, სავარაუდოდ, სასმელი წყლით 15 პირი მოიწამლა. 

მათ სტაციონალური დახმარება დასჭირდათ. 

ადგილობრივების ინფორმაციით მასობრივი მოწამვლა სასმელ წყალს უკავშირდება.

"სავარაუდოდ მოხდა კანალიზაციის წყლით მოწამვლა, მოუწესრიგებელია კანალიზაცია. საერთო მდგომარეობაა ცუდი, ცენტრალური წყლები არის გაფუჭებული,"- ამბობენ ადგილობრივები.

როგორც Report.ge-ს სურსათის ეროვნულ სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, აღნიშნულის შესახებ დაავადებათა ეროვნული ცენტრიდან შევიდა შეტყობინება და სააგენტო რეაგირების მიზნით შესაბამის პროცედურებს ჩაატარებს.

მათივე ინფორმაციით, მოხდება წყლის სინჯის აღება და ამის შემდეგ გაკეთდება შესაბამისი დასკვნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system