თავში

ამიერიდან ყველა სიგიჟის უფლება შემიძლია მივცე თავს - რა შეიცვალა ინგა გრიგოლიას ცხოვრებაში

ამიერიდან ყველა სიგიჟის უფლება შემიძლია მივცე თავს - რა შეიცვალა ინგა გრიგოლიას ცხოვრებაში
ამიერიდან ყველა სიგიჟის უფლება შემიძლია მივცე თავს - რა შეიცვალა ინგა გრიგოლიას ცხოვრებაში

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია, რომელიც 8 მარტს 50 წლის გახდა, სოციალურ ქსელში მეგობრებს მილოცვისთვის მადლობას უხდის და წერს, რომ ახალმა ასაკმა ბევრი სიგიჟე და თავისუფლება მოუტანა.

"უდიდესი მადლობა,მეგობრებო, მოლოცვების და კეთილი სურვილებისთვის. მილიონ მადლობას გიხდით ყველას. პერსონალურ მადლობებს მოგვიანებით ჩავუჯდები. მეც არ მჯერა, მაგრამ კი დავამრგვალე აგერ 50. ძალიან მომწონს და მართობს ეს ასაკიც და ის ამბავიც, რომ უკვე იმხელა ვარ, ამიერიდან ყველა სიგიჟის უფლება შემიძლია მივცე თავს, შეზღუდვების გარეშე... ისეთ ასაკს გადავცდი, როცა ანგარიშის გაწევა მხოლოდ საკუთარი თავისა და სურვილებისთვის მომინდება და აღარ -სხვებისთვის. წარმატებები ჩვენ ყველას, ჩვენ-ჩვენი სიგიჟეებით და თავისუფლებით, რომელიც ჩემმა 50-მა ნამდვილად მომიტანა. მიყვარხართ" - წერს გრიგოლია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system