თავში

"ამიხსენით, საერთოდ სად ვცხოვრობთ?!" - თაგვი კარანტინში - VIDEO

"ამიხსენით, საერთოდ სად ვცხოვრობთ?!" - თაგვი კარანტინში
ამიხსენით, საერთოდ სად ვცხოვრობთ?! - თაგვი კარანტინში  - VIDEO

"ამიხსენით, საერთოდ სად ვცხოვრობთ?! რატომ ვარ ვალდებული ვიყო კარანტინში, დავემორჩილო ყველა წესსა და კანონს და ამავდროულად, კატასტროფულ პირობებში შუაღამის 1 საათზე, ვებრძოლო მღრღნელებს?!", - წერს სოციალურ ქსელში ნინო ბარათაშვილი, რომელიც ბათუმში, საკარანტინო სივრცეში, ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფება. 

"მოგესალმებით, ვცდილობ გამოვტოვო ყველა პუნქტი: უპასუხისმგებლობა, არაპროფესიონალიზმი, სითავხედე, არაჰუმანური, დისკრიმინაციული დამოკიდებულება (ასევე, ჩემი დაუსრულებელი კარანტინის ისტორია, ორი უარყოფითი პასუხის შემდეგ, უკვე მე-17 დღეა კარანტინში ვიმყოფები).

მოკლედ რომ ვთქვა, მინდა ავტვირთო ვიდეო სასტუმრო “ლეგენდა” - ბათუმიდან, კაჩინსკის ქუჩაზე.
ავთენტურ ვიდეოში ნახავთ, რომ ოთახში სადაც ვცხოვრობ, პოლიეთილენის პარკში, რომელშიც დევს წყლის ცარიელი ბოთლები და ერთჯერადი ხელსახოცები, არის თაგვი 
რომელიც თურმე მევე უნდა გავაგდო ოთახიდან ამიხსენით, საერთოდ სად ვცხოვრობთ?! რატომ ვარ ვალდებული ვიყო კარანტინში, დავემორჩილო ყველა წესსა და კანონს და ამავდროულად, კატასტროფულ პირობებში შუაღამის 1 საათზე, ვებრძოლო მღრღნელებს?!

მაინტერესებს, ვინ ამინაზღაურებს მორალურ, ფსიქოლოგიურ ზარალს და ამაოდ დაკარგულ დროს?!
გთხოვთ და უკვე მოვითხოვ, კიდევ ერთხელ დაფიქრდით და გააანალიზეთ, თუ რას ემსახურება ეს თქვენი კარანტინი და როგორ იცავთ თქვენ, საქარველოში უცხოეთიდან ჩამოსულ საკუთარ მოქალაქეს (რომელსაც მხოლოდ ერთ-თვიანი შვებულება აქვს) ან უბრალოდ ადამიანის უფლებებს?!," -
წერს ნინო ბარათაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system