თავში

ამინდის პროგნოზი

ამინდის პროგნოზი
ამინდის პროგნოზი

დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონში თბილი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა თბილისში +25 გრადუსამდე გათბება.

უნალექოდ ჩაივლის დღე დასავლეთ საქართველოშიც. ბათუმში 24, ზუგდიდში კი 25 გრადუსი სითბო იქნება. 27 გრადუსამდე გათბება ჰაერი ქუთაისში.

თბილი ამინდი შენარჩუნდება აღმოსავლეთ საქართველოშიც. თელავში ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება. ლაგოდეხში + 27 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. სიღნაღში ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება მაღალმთიან რეგიონებს, მესტიაში ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება. ღამით კი ყინვაა მოსალოდნელი. ცაგერში სინოპტიკოსები 25 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ. 12 გრადუსი სითბო იქნება ბახმაროში, ღამით კი ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაეცემა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system