თავში

ამირან გამყრელიძე: არ შეიძლება, ექიმმა ტელეფონს არ უპასუხოს

ამირან გამყრელიძე: არ შეიძლება, ექიმმა ტელეფონს არ უპასუხოს
ამირან გამყრელიძე: არ შეიძლება, ექიმმა ტელეფონს არ უპასუხოს

,,მე არ მგონია, რომ დღეს ექიმმა ტელეფონი არ აიღოს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, არ შეიძლება, რომ ოჯახის ექიმმა პაციენტების ზარებს არ უპასუხოს.

,,მე თითქმის, ყველა ზარს ვპასუხობ. თუ არ ვპასუხობ, სმს-ს აუცილებლად ვუგზავნი, რომ მომწერეთ, გადმოგირეკავთ. დღეს, ქვეყანაში, ამ ძალიან რთულ პერიოდში ექიმები, ჩემი კოლეგები ყველაზე დასაფასებელი ადამიანები არიან. დღეს 8000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალია დაინფიცირებული. დაგვეღუპა რამდენიმე კოლეგა.

არ შეიძლება, რომ ექიმმა არ უპასუხოს. თუ პირმა არ იცის ოჯახის ექიმის ტელეფონის ნომერი, მაშინ არსებობს ვებ-გვერდი, სადაც შედიხარ და პირადი ნომრით შეგიძლია მოძებნო კლინიკა, სადაც ხარ რეგისტრირებული. თუ არცერთი არ პასუხობს, მაშინ არსებობს 112-ი; 1505 ცხელი ხაზი; 116001 , სადაც სპეციფიური კითხვები შემოდის, 144 - რომელთა საშუალებითაც ოჯახის ექიმთან კავშირია. მესმის, რომ გადატვირთულობის გამო პირველივე ზარზე არ უპასუხოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ექიმი აუცილებად უპასუხებს“, - განაცხადა გამყრელიძემ ,,პალიტრანიუსის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system