თავში

ამირან ძოწენიძე: რა "ბარდაკია", რა უთავბოლობაა, ეს უნდა დამთავრდეს

ამირან ძოწენიძე: რა "ბარდაკია", რა უთავბოლობაა, ეს უნდა დამთავრდეს
ამირან ძოწენიძე: რა ბარდაკია, რა უთავბოლობაა, ეს უნდა დამთავრდეს

თვითიზოლაციაში ვარ, ცესკოს ცხელ ხაზზე მითხრეს, რომ გადასატან ყუთზე დარეგისტრირებული ვარ და დღეს მეუბნებიან, რომ სპეცსიაში არ ვარ და არჩევნებში მონაწილეობას ვერ მივიღებ, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოდან" ქუთაისის მერობის კანდიდატი ამირან ძოწენიძე საკუთარ Facebook-ზე წერს.

"ცსკო დაგასხით თავს ლაფი! 22-იდან თვითიზოლაციაში ვარ. 24-იდან მოყოლებული, რაც გამოცხადდა თვითიზოლაციაში მყოფთათვის გადასატან ყუთზე რეგისტრაცია, ვრეკავ ხან ცსკოს, ხან დაავადებათა ცენტრის ნომერზე, და 26-ში როგორც იქნა საშველი დააადგათ და მითხრეს, რომ რეგისტრირებული ვარ და ყუთს სახლში მომიტანენ. მეც დავიჯერე. თურმე სად ვბანაობ?

რამდენიმე წუთის წინ კვლავ დავრეკე ცსკოს ცხელ ხაზზე, მაინც გადავამოწმებ, რა იცი რა ხდება და ბოდიში ბატონო, თქვენ სპეცსიაში არ ხართო. რა "ბარდაკია", რა უთავბოლობაა, ეს უნდა დამთავრდეს, დღესვე", - წერს ამირან ძოწენიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system