თავში

ამირან გამყრელიძემ განმარტა, რამდენ პროცენტს შეადგენს ჩინური ვაქცინების ეფექტურობა

ამირან გამყრელიძემ განმარტა, რამდენ პროცენტს შეადგენს ჩინური ვაქცინების ეფექტურობა
ამირან გამყრელიძემ განმარტა, რამდენ პროცენტს შეადგენს ჩინური ვაქცინების ეფექტურობა

2 დღის წინ შემოვიდა „სინოვაკის“ 100 000 დოზა, რომელიც ჩინეთმა აჩუქა საქართველოს. ეს ვაქცინა ფართოდ ადმინისტრირებადი ვაქცინაა, რომელსაც ჩინეთის გარდა სხვა ქვეყნებიც აქტიურად იყენებენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, „სინოვაკი“ ისეთივე მეთოდით დამზადებული ვაქცინაა, როგორც „სინოფარმი“. გამყრელიძემ ასევე განმარტა, რამდენ პროცენტს შეადგენს აღნიშნული ვაქცინების ეფექტურობა. 

„მისი ეფექტიანობა სხვადასხვა კვლევით მერყეობს 51%-დან 91%-მდე. მაგალითად, ბრაზილიურმა კვლევებმა აჩვენა 50%-ზე მეტი ეფექტიანობა და ჯანმო აღიარებს ვაქცინას, თუ მისი ეფექტიანობა 50%-ს აღემატება. თურქეთში ჩატარებულმა კვლევებმა, „სინოვაკის“ 90%-მდე ეფექტიანობა აჩვენა. გუშინ გამოქვეყნდა ჯანმოს ე.წ. პროფაილი „სინოვაკთან“ დაკავშირებით, სადაც მოყვანილია სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system