თავში

ამირან გამყრელიძე: აუცილებლად გვექნება ზრდა, მოდუნების უფლება არ გვაქვს

ამირან გამყრელიძე: აუცილებლად გვექნება ზრდა, მოდუნების უფლება არ გვაქვს
ამირან გამყრელიძე: აუცილებლად გვექნება ზრდა, მოდუნების უფლება არ გვაქვს

შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, დამერწმუნეთ ყველა ის ღონისძიება, რომელიც ქვეყანამ გაატარა, დაწყებული იანვრიდან დღემდე იყო ძალიან დროული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს, მთსავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით სწორი გეგმის შედეგია, ის რომ დღეს ქვეყანაში მხოლოდ 408 ინფიცირებულია. თუმცა, ამირან გამყრელიძის თქმით, შემთხვევათა ზრდა მოსალოდნელია. 

ფართოვდება ქვეყანაში PCR-ზე დამყარებული ტესტები, საკმაო მარაგია უკვე ქვეყანაში ამის შექმნილი. თუ რომელ ჯგუფებში გაფართოვდება, ამას უახლოეს მომავალში მოგახსენებთ. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ადრეულ ეტაპზე, რაც შეიძლება მალე გამოვავლინოთ კიდევ ადამიანები. თუ ისინი ინფიცირებულები არიან, თუმცა დღეს უკვე საკმაოდ დიდი კლასტერი გამოვიკვლიეთ ქობულეთში, ბოლნისში და ა.შ. ძალიან მიხარია, 300 ადამიანს შერჩევითი პრინციპით რომ იკვლევ, იქ ნული გაქვს შემთხვევა. ეს უკვე ნიშნავს, რომ შედეგს გაძლევს ის ყველაფერი, რაც ჩვენ განვახორციელეთ, მაგრამ ერთი წუთით მოდუნების უფლება არ გვაქვს, იმიტომ რომ წინ კიდევ შეიძლება გვქონდეს ზრდა და აუცილებლად გვექნება ზრდა, მაგრამ არ გვინდა, რომ ეს იყო რამდენიმე ათეული ყოველდღიურად ან ასეული, რადგან ეს ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება ჩვენ ჯანდაცვის სისტემას. დღეს კი ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად უძღვება იმ ადამიანებს, რომლებიც კლინიკაში ბრძანდებიან და გადიან მკურნალობის კურსს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system