თავში

ამირან გამყრელიძე: ჩემი პასუხისმგებლობა ძალიან დიდია და მას არ გავურბივარ

ამირ: ჩემი პასუხისმგებლობა ძალიან დიდია და მას არ გავურბივარ
ამირან გამყრელიძე: ჩემი პასუხისმგებლობა ძალიან დიდია და მას არ გავურბივარ

"ჩემი პასუხიმგებლობა ძალიან დიდია და ამ პასუხისმგებლობას არასდროს გავურბივარ", - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "ტვ პირველის" ეთერში საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, ქვეყანა სამედიცინო კრიზისის ზღვარზეა. თუმცა, ჯანდაცვის სისტემა მეტნაკლები წარმატებით პანდემიის გამოწვევებს უმკლავდება. 

ახლა ქვეყანაში დგომარეობა ძალიან რთულია და არ არის იმის დრო, დავიწყოთ გარკვევა, ამაში ვინ არის დამნაშავე, ვინ რა შეცდომა დაუშვა - ამის დროც მოვა. არცერთი დიდი პროცესი არ მიდის ხარვეზისა და შეცდომის გარეშე. მსოფლიოში არავის ჰქონია გამოცდილება ასეთ პანდემიასთან გამკლავებისა და ბრძოლის... იმიტომ იყო გაზაფხულის ტალღა ძალიან მძიმე ბევრისთვის. შემდეგ, გაზაფხულზე ჩვენ ვისწავლეთ მართვა. ჩვენთან გაზაფხულზე ეს ტალღა რომ ყოფილიყო, რაც ახლა გვაქვს, დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ორი კვირა ვერ გავუძლებდით ასეთ მძიმე შემთხვევებს. 

ცუდად, ხარვეზებით, ბევრი კრიტიკის ფონზე, კარგად, მაგრამ უკვე 2 თვეა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ასეთ ძლიერ შემოტევას უძლებს, ხუმრობა ხომ არ არის დღეში 4-5 ათასი ინფიცირებული?!“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system